|
2018-09-13 13:56:02, 860 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნა
ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს "Georgia International Maritime Forum 2018" მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვაო ეკონომიკის მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის განვითარების საქმეში, ასევე მიმოიხილა ისმნიშვნელოვანი ნაბიჯები და ინიციატივები, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს და ახორციელებს საზღვაო სფეროს განვითარებისხელშეწყობისათვის. „ჩვენ, აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მიეცეს უკვე მომავალიწლიდან იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან საზღვაო ბიზნესით და სერვისის მიწოდებით ამ სექტორში დასაქმებული და მომუშავეკომპანიებისთვის. საზღვაო სექტორში კომპანიები შეძლებენ ნულოვან საგადასახადო რეჟიმში იმუშაონ, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურელექტრონულ სერვისებზე, ისინი შეძლებენ რეკრუტირებას კომფორტულ გარემოში, ამავე დროს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდებასრულად საერთაშორისო სტანდარტებთან" - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მაღალი რანგის სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის, როგორც საქართველოში საზღვაო ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარიდან დასაქმებულ 11 000-ზე მეტ მეზღვაურს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამავდროულად, აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს საზღვაო აკადემიისა და საზღვაო მიმართულებით სხვა პროფესიული სასწავლებლებისთვისსაჭირო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება სატრენინგო პროგრამების და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დაფინანსებაში. მთავრობისთავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ხარისხზე და აღნიშნა, რომ უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლებისხელმისაწვდომობა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "ჩვენი რეგიონის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზღვაო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე. საქართველოსსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას საზღვაო ტრანსპორტისსექტორში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკაბახტაძის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო საზღვაოსფეროსა გავლენიანი პირები და 53-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მაღალი დონის სტუმარი ესწრება. ფორუმი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება და მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვას, ახალი ინიციატივებისა და მათი განხორციელების გზებს დაეთმობა. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, მათ შორისმეზღვაურთა დასაქმების მიზნით მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმს გერმანიასა და ხორვატიასთან, რაც ქართველმეზღვაურებს ამ ქვეყნების გემებზე დასაქმების საშუალებას მისცემს. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და შანხაისსაზღვაო აკადემიებს შორის, ასევე სხვა შეთანხმებებს.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)