|
2018-09-13 13:30:05, 3255 ნახვა
პოლიტიკა
საზოგადოების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს
საზოგადოების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვს. შესაბამის პეტიციას, რომლის ავტორიც გიორგი კალატაოზიშვილია, ამ დროისთვის 500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. „მოვითხოვთ მმართველი გუნდისგან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან - დაუყოვნებლივ მოხსნას მისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
პეტიცია იხილეთ ბმულზე: https://www.change.org/p/სალომე-ზურაბიშვილი-მოხსნას-თავისი-კანდიდატურა-სალომე-ზურაბიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)