|
2018-09-13 13:17:05, 963 ნახვა
საზოგადოება
ცხოველის წამებაზე სასჯელი მკაცრდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება და სასჯელის სხვადასხვა სახე განისაზღვრება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამის შესახებ შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადდა. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო, როგორც ცივი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და კანონი გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. აღნიშნული რეგულაციებით კი, შესაძლებელი იქნება ცხოველების გადარჩენა და ადამიანების ქცევის შეცვლა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)