05:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 12:32:49, 1633 ნახვა

სამართალი
გორში, 14 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

14 წლის გოგონამ, რომელიც გორში, საკუთარ სახლში ფეხსაცმლის თასმით დამხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნებულ დედას კარი არავინ გაუღო, ქალმა მეზობლის ბავშვს სთხოვა, სახლში აივნიდან შესულიყო. სახლში შესვლის შემდეგ ქალმა შვილის ცხედარი იპოვა. მან გოგონას თასმა მაკრატლით გადაუჭრა და მის მოსულიერებას ცდილობდა. ამის შემდეგ მან რამდენიმე საათში სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა გოგონას გარდაცვალება საეჭვოდ მიიჩნიეს და ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდეს.

პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდეს.

როგორც ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გოგონა ხშირად მიდიოდა სახლიდან რამდენიმე დღით, თუმცა მშობლები მისი ადგილსამყოფელით არ ინტერესდებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics