|
2018-09-12 16:24:08, 1326 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 9%-ით გაიზარდა. 2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 319 ფრენით ანუ 9%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 69 912 ფრენა შეადგენ, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 4.2% -ით (2 791 ფრენით) მეტია. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. „საქაერონავიგაცია“ 8 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 31 303 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ანუ 21.4%-ით მეტია. უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ - აგვისტოს ჩათვლით 27 859 000 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850). საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)