03:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 16:19:09, 1036 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ლარში გასაცემი სესხების ზღვარის გაზრდა ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული ინიციატივაა

ლარში გასაცემი სესხების ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდა, ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული ინიციატივაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსში მომზადებული ცვლილების პროექტი. 

„200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტი, განვადება თუ სხვა სასესხო პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში უნდა გაიცემოდეს. აქამდე, ეს მაქსიმალური ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ცვლილებებით კი, ზღვარს 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე ვზრდით, ასევე ვაფართოებთ არეალს, ვისზეც გავრცელდება. შემოგვყავს იურიდიული პირები და პროდუქტების ნაწილში ლიზინგი, როგორც სასესხო პროდუქტი ასევე იქნება ნუსხაში შეყვანილი", – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრ ფიზიკურ პირსა და მცირე ბიზნესს აქვს სესხები დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში, რის გამოც მათ ლარის კურსის მერყეობა მძიმე ტვირთად აწვებათ. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics