|
2018-09-12 13:03:57, 742 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ანაკლიის ბანაკში დაისვენეს
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა. დახურვის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თათია ხოჭოლავამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს გიგა გაბელაიას და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ბანაკის ორგანიზებაში. ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამა მეექვსე წელია ხორციელდება და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა. ბანაკმა წელს 3 000-მდე მოზარდს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები და ბენეფიციარები.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)