|
2018-09-12 12:07:36, 639 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სამარტალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ბოდიშს უხდის. როგორც სარალიძემ განმარტა, ის აღელვებული იყო. მანვე დასძინა, რომ თავად ყპფილი პოლიციელია და სამართალდამცავ სტრუქტურებში ბევრი მეგობარი ჰყავს. „სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო. გუშინ ანერვიულებული ვიყავი და შეურაცხყოფა მივაყენე. დიდი სამეგობრო მყავს არა მარტო პოლიციაში, არამედ სხვა სტრუქტურებშიც, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც ვინახავ. შეურაცხყოფისთვის ყველას დიდი ბოდიში”, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ცპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავდნენ, ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ზაზა სარალიძესა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. კერძოდ, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა დააპირეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა, რის შემდეგაც სარალიზე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპროტესტო აქციები 10 სექტემბერს დაიწყეს. მას შემდეგ შვილმოკლული მამები პარლამენტის შენობასთან რჩებიან. აქციის მსვლელობისას ზაზა სარალიძემ შიმშილობის შესახებ განაცხადა. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დაკავებას ითხოვენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)