|
2018-09-11 19:34:16, 1293 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: საქართველო ჩართულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში
ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლევან იზორიამ უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმით არის გამოყოფილი. „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნათლად არის გამოყოფილი სამი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ესენია: აშშ-სგან საქართველოს იარაღით მომარაგება, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - აღნიშნა იზორიამ. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაშია ჩართული და მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება: „ჩვენ ჩართულები ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ“. საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული მზაობა გვქონდეს. „რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას, ჩვენ - ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. ამას უკვე ვაკეთებთ ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის უწყებაში ჩატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამხედრო სწავლებებზეც გაამახვილა.
(NS)
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)