|
2015-06-05 19:15:49, 1293 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ახალციხეში ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ახალციხეში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ჯავშანსატანკო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ლერი გელხაურმა უმასპინძლა. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მის შესაძლებლობებს გაეცნენ. მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რაბათის ციხეში გადაინაცვლეს, სადაც ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა მსმენელებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცეს და დიპლომები გადასცეს. ცხრათვიანი მომზადების პროგრამა T-72, T-55 ტიპის ტანკების, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების БМП-1 და БМП-2 მართვას და ექსპლუატაციის შესწავლას გულისხმობდა. სამხედრო მოსამსახურეებმა საფუძვლიანი ტაქტიკური, ტექნიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს. საწვრთნელი პროგრამა ძირითადად საველე-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა. სასწავლო კურსის დასრულების ცერემონიალს მუსიკალურად ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ აფორმებდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)