|
2018-09-11 13:19:37, 735 ნახვა
რეგიონი
ბათუმი საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს
ბათუმი დღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-3 საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონის ღონისძიების ბათუმში ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ფორუმები ხელს უწყობს როგორც ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლებას, ისე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ,,პირველ რიგში ეს ფორუმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ რეგიონში ტურიზმი სხვა მიმართულებებს იღებს იქნება ეს კორპორატიული ტურიზმი, თუ სხვა სახის ტურიზმი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. ასევე თემატურად დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხაზს უსვამს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით უნდა განხორციელდეს. ასევე, იმ მაღალტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. შესაბამისად, ის მიმდინარე პროექტები, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები თუ სხვა ტიპის ენერგო ობიექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ". საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი მიზნად ისახავს კარეკის ქვეყნებში საჯარო/კერძო სექტორის მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას: 1. არსებული ენერგო შესაძლებლობების ჩვენებით; 2. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფით; 3. სუფთა/მაღალი ტექნოლოგიების მიმართ ცნობადობის ამაღლებით; ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ CAREC-ის წევრი და სხვა ქვეყნების სამთავრობო ოფიციალური პირები, კერძო სექტორის ინვესტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დეველოპერული პარტნიორები. წარმოდგენილი იქნება 5 ტექნოლოგიური სესია, სადაც ყურადღება გამახვილდება პროექტების ქეისებზე, მათ დაფინანსებასა და შედეგებზე. ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი ხვალ დასრულდება.
(NS)
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)