|
2018-09-10 17:40:13, 882 ნახვა
საზოგადოება
ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტირის, მიხეილ ბატიაშვილის ორი მოადგილე თანანმდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, მათ შორის საკადრო. „განათლების ხელმისაწვდომიბის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარია განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანანმდებობას ტოვებენ: მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა. ცნობისთვის, დღეს თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)