02:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 12:24:18, 967 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსით ინერგება გაფორმებისა და საქონლის გადამუშავების გამარტივებული პროცედურები

"ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს მარტივი გაფორმების პროცედურას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. 

მისი თქმით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება სასაქონლო პარტიისათვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს დეკლარაციაში შემავალი საქონლის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, რაც შეამცირებს საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.

გარდა ამისა, ახალი საბაჟო კოდექსით ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილით, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. ახალი რეგულაციით, ბიზნესს უმცირდება დანახარჯები და უჩნდება უფრო მეტი სტიმული საქართველოში პროდუქციის წარმოებისათვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics