15:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 13:54:43, 986 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სეულს ეწვევა

კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით 10 სექტემბერს, სეულში მიემგზავრება.

10-12 სექტემბერს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვდრები გაიმართება ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ, ლი ჯუ-იონგთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, იუ სინგ-ჰისთან, საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კანგ სოკ-ჰოსთან, მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, იუნ კვან-სუკთან და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, იუნ სუნ-გუსთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომსა და კორეული კომპანია Samsung-ის საგამოფენო ტექნოლოგიურ ცენტრს ეწვევიან.

დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics