|
2018-09-09 11:46:37, 946 ნახვა
პოლიტიკა
დღეს დაასახელებს ქართული ოცნება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში
"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სხდომას სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა. პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და აქტივისტებს დღეს ოფიციალურად დაავალეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს აჭარის, გურიის, იმერეთის, ასევე ქართლისა და კახეთის რაიონულ ორგანიზაციებში "ქართული ოცნების" აქტივი დაიბარეს. განგრძლივი საუბრის შემდეგ, აქტივისტებს და კოორდინატორებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)