|
2018-09-07 16:52:07, 1061 ნახვა
საზოგადოება
მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება „მესტია-2018“ ჩატარდა
7 სექტემბერს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ არასრულმასშტაბიანი სწავლებები იმართებოდა, სადაც მარტო ერთი უწყება იყო ჩართული. "მესტია - 2018“-ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და მესტიის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა. სცენარის მიხედვით, მესტიის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს „საქაერონავიგაციის“ დამხმარე ნაგებობაში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება ,,მესტია - 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება. "მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. წელს პირველად ჩატარდა მესტიის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული", - განაცხადა მალხაზ ნაკანმა. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება პერიოდულად ტარდება. მესტიის შემდეგ პრაქტიკული სწავლება ამბროლაურის აეროპორტში გაიმართება.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)