18:56 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 13:05:05, 855 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კონფერენციაში „ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებები ევროპაში“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბრიუსელში, ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის კონფერენციაში - „ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებები ევროპაში“ (Transboundary animal diseases in Europe) მიიღო მონაწილეობა. 

კონფერენციაზე   ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებთან დაკავშირებით რეგიონალური პოლიტიკა იქნა განხილული. ყურადღება გამახვილდა კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე, ისეთ ტრანსსასაზღვრო დაავადებებთან, როგორიც არის: ღორის ჭირი, ფრინველთა გრიპი, ნოდულარული დერმატიტი, ცოფი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ ვიტენის ანდ რიუკატისთან, რომელიც ევროკავშირში სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ მიმართულებებზეა პასუხისმგებელი. საუბრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ტრანსსასაზღვრო დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობა იყო. როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს როგორც ევროკავშირთან, ისე სხვა ქვეყნებთან. თავის მხრივ, ევროკომისარმა საქართველოს მიმართ გამოხატა სრული მხარდაჭერა მიმდინარე და სამომავლო აქტივობების განხორციელების პროცესში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics