|
2018-09-06 19:47:05, 1486 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის დადგენილებით, წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის განსახორციელებლად შერჩეულია მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International). „მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპერტთა გუნდი პირველი სამუშაო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საწყისი ანგარიში. მათ მიერ ახლახანს დასრულდა მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის ანგარიშსა და არსებული მდგომარეობის ანალიზზე. ექსპერტთა გუნდის მეორე სამუშაო მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან -14 სექტემბრის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა სექტორის რეფორმის მაკოორდინებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები, ასევე განხილული იქნება უკვე მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისთვის კონცეპტუალურ საკითებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა 2018 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება, მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და მოხდება წიაღის ახალი კანონმდებლობის ფორმირება, ხოლო რეფორმის დასკვნით (მესამე) ფაზაში კი (2020 წელს) შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერების შესახებ და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)