|
2018-09-06 12:09:44, 1334 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ვაჭრობის ფინანსირების გარიგება აზიის განვითარების ბანკის მიერ წლის გარიგებად დასახელდა
„მთელი საქართველოს ბანკის“ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით განხორციელებული, 75 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გარიგება, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (TFP) ფარგლებში წლის სავაჭრო გარიგებად დასახელდა. გარიგება 2017 წელს Citi Bank-ის შუამდგომლობით, ასევე აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით განხორციელდა. გარიგება წარმოადგენს Citi Bank-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის ორგანიზებულ რიგით მეოთხე სინდიკაციას და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო გარიგებას, რომელიც ვაჭრობის ფინანსირების კუთხით - CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა) წევრ ქვეყნებში განხორციელდა. „მოხარული ვარ, ვიყოთ მონაწილე მნიშვნელოვანი კოლაბორაციისა, რომელიც საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან ბანკებს შორის ხორციელდება. აღსანიშნავია, როდესაც ასეთი წარმატებული კომპანიები ერთად მუშაობენ, რათა შექმნან ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტები, როგორც კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის საქართველოში. სწორედ ამ გარიგებამ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეღრმავებინა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და დაგვეფინანსებინა 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება. განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ტრანზაქციები წარმოებასა და ენერგეტიკულ სექტორებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოში, ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერისთვის, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
(R)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)