|
2018-09-05 19:52:47, 1439 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე „ოცნების“ დასკვნაზე: დავით სარალიძე პოლიტიკურ სასიკვდილო ჭრილობებს მოგაყენებთ
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება. სარალიძე მმართველი გუნდის დასკვნას ნეგატიურად აფასებს: "მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დასკვნა დადო სადაც იკვეთება,რომ დამნაშავე არავინ არაა და ჩემმა შვილმა თავისივე ხელით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობები. თქვენ დავით ზაზას ძე სარალიძე მოგაყენებთ პოლიტიკურ სასიკვდილო ჭრილობებს, თქვენი მომთრევის დედაც", - წერს ზაზა სარალიძე. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას მართავს. სხდომაზე "ევროპული საქართველოს" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თავიანთი დასკვნები წარადგინეს. კომისიის მდივნის ოთარ კახიძის განცხადებით, საქმეში პროკურატურის ჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება ტენდენციურად წარიმართა. კერძოდ, მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, კახიძემ საქმის ფიგურანტის, მ.კ-ს მიერ გარკვეული საგნის გამოყენებაზეც გაამახვილა ყურადღება. კომისიის უმრავლესობა გამოდის რეკომენდაციით, რომ მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ასევე დასკვნაში საუბარია საქმის გამომძიებლების, პროკურორების, ყოფილი მთავარი პროკურორის, შს და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზეც. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ 20-გვერდიან დასკვნას, ანრი ოხანაშვილმა ყურადრება 3 დეტალზე გაამახვილა: შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დემონტაჟი, ე.წ. გაღუნული დანა და მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობის საკითხი. დეპუტატის განმარტებით, ფარდულთან დაკავშირებით გაირკვა, რომ მისი დემონტაჟი ადგილობრივების მოთხოვნა იყო და ამ პროცესში საჯარო უწყებები არ ჩართულან. რაც შეეხება დანას, მისივე განცხადებით, მან ექსპერტიზის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიმენტისას მიკროსკოპული დეფორმაცია მიიღო და ყველა დანას ასე ემართება. ოხანაშვილის შეფასებით, მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობის შესახებ მითს პასუხი მარტივად გაეცა, როცა მის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეიკრიბა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. ამ დროისთვის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)