|
2018-09-04 18:54:17, 1322 ნახვა
საზოგადოება
საზმაუს თანამშრომლების ნაწილი ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვს. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს თანამშრომლები მაუწყებლის მენეჯმენტს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა აღნიშნა, ისინი პრემიერ-მინისტრთან და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. "ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მის სახელთან ძალიან ასოცირდება ეს ადამიანი, ეს მისივე დამსახურებით, სხვათა შორის. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ პირადად მას, როგორც მოქალაქეს, ჩაერთოს ამ პროცესებში იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზეტრიალებს ნამდვილად ძალიან მძიმე პროცესები, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში. ერთ-ერთი მოთხოვნა აუცილებლად იქნება გენერალური დირექტორის გადადგომა იმიტომ, რომ ის ვერ მართავს პროცესებს,“ - განაცხადა ზაუტაშვილმა. ცნობისთვის, ახალი შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის 150-მდე თანამშრომლისთვის საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)