|
2018-09-04 13:02:08, 9670 ნახვა
კულტურა
ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარსდგა
2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამასთან დაკავშირებით, ბაზრობის ფარგლებში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „მდინარის ნაპირზე" („River Bank") წელს, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქართული საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი „მცირე პწკალა" წარმოდგენა „მუსიკალური ცისარტყელით" იყო მიწვეული. „მუსიკალური ცისარტყელა", მუსიკალურ-შემეცნებითი საოპერო წარმოდგენა არის, რომელიც სხვადასხვა სახის თოჯინური ეტიუდებისგან შემდება. პროექტი „მცირე პწკალა" 2012 წლიდან არსებობს. მისი ავტორი „ანდღულაძის ვოკალური ფონდის" ხელმძღვანელმა ნოდარ ანდღულაძე იყო, ხოლო ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი თიბისი ბანკი. 24-26 აგვისტოს გამართულ „მდინარის ნაპირის" საფესტივალო პროგრამაში „მცირე პწკალასთან" ერთად სხვა ქართული კოლექტივებიც იღებდნენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, ისტორიაში პირველად ლიტერატურული პრემია „საბას" კონკურსის საზეიმო ცერემონიაც გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
(R)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)