02:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 11:54:36, 1643 ნახვა

ეკონომიკა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის მშენებლობა იაპონიის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსდება

საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტმა,  ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)" დასაფინანსებლად იაპონიის მთავრობა, JICA-ს მეშვეობით საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით, 38,735,000,000 იაპონური იენის (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით.

პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის  საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობას. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

იაპონიის მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით, საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სექტორში იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics