2018-09-02 11:39:06, 1434 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ავტორი: ,