16:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 11:59:30, 346 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრის მთავარი თემა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.

გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ინიცირებული სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics