|
2018-08-29 15:40:25, 1741 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა
„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტის დასკვნით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა, ევროპაში მეათე, ხოლო მსოფლიოში ოცდამეათე ადგილს იკავებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. „საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. აუდიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყანას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს აღებული. ამასთან, აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი გავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაც შეუქცევადი პროცესია", - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)