23:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 10:57:20, 1042 ნახვა

სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ისევ დაიბარეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უკვე მეოთხედ  დაიბარეს.

მაჩალიკაშვილი სუს-ში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან მას გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია არ აქვს.

„ამ ეტაპამდე საგამოძიებო ორგანოს  ძირითადა კითხვები ჰქონდა უკვე მსჯავრდებულ პირებსა და ბატონ მალხაზს შორის ურთიერთობის შესახებ, ასევე დაისვა რამდენიმე კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილზე. რაც შეეხება დღევანდელ დაკითხვას, რა კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ბატონი მალხაზის დაკითხვა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე დღის წინ სუს-ში კითხვები პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაუსვეს, რა დროსაც აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები იყო ნახსენები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics