|
2018-08-28 15:39:40, 1688 ნახვა
სამართალი
შსს მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ჩაბარებულად ითვლება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. 2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად: • სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება; • საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; • თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება; • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება; • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge; • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა; • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი; • ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა. • მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით; აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე. საჯარიმო ქვითრები იხილეთ: http://gov.ge/s/ee1ee
(NS)
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)