|
2018-08-27 17:20:15, 1847 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი სენატორის და საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა ჯონ მაკკეინის ოჯახსა და მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მან ხაზი გაუსვა სენატორ მაკკეინის მოღვაწეობის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს და მხარდაჭერას ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. „სენატორი მაკკეინი ასახიერებდა ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვიყვარს ამერიკაში. პრინციპულობას, იდეალების სამსახურს და სიმტკიცეს. 2008 წელს მან მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ ის არის ქართველი და ის არის ქართველი ხალხის ეროვნული გმირი. შესაბამისად ჩვენ ამერიკელებთან ერთად ვგლოვობთ მის გარდაცვალებას. ღმერთი ფარავდეს მის სულს, ღმერთი ფარავდეს მის ოჯახს და შეერთებულ შტატებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)