13:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 12:54:12, 1775 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, პოზიციას 8 სექტემბერის შემდეგ გავაჟღერებთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან  დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ  „ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და  ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია" -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics