|
2018-08-24 02:14:06, 1644 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და შემოაქვთ ცოდნა დატექნოლოგია
„მნიშვნელოვანია, რომ გერმანულ კომპანიებს წარმოადგენდნენ უშუალოდ მფლობელები. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციოშესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაშიდაეხმარება. რაც ასევე საგულისხმოა, მათ ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები საქართველოს ცალკეული სექტორების მიმართ, სადაც ისინი ინვესტიციებისგანხორციელებას გეგმავენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გერმანიის ეკონომიკისა დაენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, ტომას ბარაიბისთან და გერმანულ ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიცსაქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისშემოსვლა, რომელთაც საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ და ქვეყანაში, ინვესტიციასთან ერთად, ასევე შეაქვთ ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები. შეხვედრას მსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოკლე პრეზენტაციების გაკეთების შემდეგ, ისინი საქართველოს ეკონომიკისკონკრეტულ სექტორებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. მათ შორის იყო გერმანიის სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანი", რომელთანაც მოლაპარაკებებითანამშრომლობის შესახებ 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია „საქართველოს რკინიგზას" ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები 2018 წლის ივლისში დასრულდა. „აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას „საქართველოს რკინიგზასა" და „დოიჩე ბანს" შორის გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურისნაწილში, ასევე საერთაშორისო ტვირთების მოზიდვის კუთხით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოზეგამავალ ევროპა-აზიის დერეფანში ტვირთები მოცულობა და ის უფრო მეტად მდგრადი გავხადოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადიარველაძემ. გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელიპირები ეწვივნენ, რომლებიც ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსგანიხილავენ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)