12:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 17:51:35, 1218 ნახვა

პოლიტიკა
ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე - ეს უსამართლობაა და რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის

„უსამართლობაა, რაც ხდება და რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის“, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას.

მედიის წარმომადგენელმა მერკელს პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ დაუსვა კითხვა და დაინტერესდა, ისაუბრეს თუ არა მან და რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„მე ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა რაც ხდება და რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics