2018-08-22 15:15:38, 4545 ნახვა
მსოფლიო
ბერლინში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს
ბერლინში, ასაფეფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ტერაქტის მომზადების ბრალდებით, სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„9 აგვისტოს გაცემული ორდერის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის 31 წლის მოქალაქის დაკავების განკარგულება გასცა. დაკავება ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციისა და ბერლინის სისხლის სამართლის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს. მას ბრალად ედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით დანაშაულის მომზადება“, - ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ნივთიერებები აღმოაჩინა, რომლითაც ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას გეგმავდა.
ავტორი: ,