|
2018-08-20 11:00:56, 3311 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ 7 ახალი გუბერნატორი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მცხეთა-მთიანეთის - შალვა კერესელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის - ალექსანდრე მოწერელია, ქვემო ქართლის - შოთა რეხვიაშვილი, სამცხე ჯავახეთის - ბესიკ ამირანაშვილი, გურიის - ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორის პოსტი შავლეგო ტაბატაძემ დაიკავა. შეგახსენებთ, 5 რეგიონში გუბერნატორები პრემიერმა 26 ივლისს გაათავისუფლა. გუბერნატორის თანამდებობა თავისუფალი იყო იმერეთის რეგიონშიც, რადგან გივი ჭიჭინაძემ შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტის დეპუტატი გახდა. რაც შეეხება გურიას, რეგიონის უკვე ოფილმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)