21:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 18:26:44, 1672 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი

„მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა - ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები“, - ამის შესახებ  მალხაზ მაჩალიკაშვილის  ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების კითხვები კონკრეტულ პირებთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კომუნიკაციასა და ურთიერთობებს ეხებოდა.

„კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან და ეს კითხვები იყო ზოგადი ხასიათის. იყო ნახსენები თამაზ მარგოშვილთან, რუსლან ალდამოვთან კომუნიკაცია და ა.შ. გარკვეულწილად კითხვები ეხებოდა ახმედ ჩატაევთან კავშირსაც. გარკვეული კითხვები იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართაც, თუმცა იგი არის გარდაცვლილი, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და უსაფუძვლოდ მიგვაჩნია გამოძიების გაგრძელება“, - განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის უკვე დატოვა. უწყებაში შვილმოკლული მამა 21 აგვისტოსაც დაიბარეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics