|
2018-08-15 10:59:05, 8796 ნახვა
კულტურა
თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა
თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა" გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც თედო რეხვიაშვილის რამდენიმე ნამუშევართან ერთად მსურველებს ისეთი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ, როგორებიც არიან: გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, გია ბუღაძე, ვახო ბუღაძე, რიტა ხაჩატურიანი, თუთუ კილაძე, ლალი ზამბახიძე, ნინო ჩაკვეტაძე, ვანო აბულაძე, ნინო ფერაძე, ვახო მუსხელი და სხვები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ახალგაზრდა მხატვრის სასწავლებლად წასვლას მოხმარდება. თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც მაქსიმალური - 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა, თუმცა აღნიშნული თანხა აკადემიაში სწავლისთვის საკმარისი არ არის. თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან აქვს საკუთარი სტუდია, სადაც ბავშვებსა და აბიტურიენტებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლის. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა. 2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის პრემია „ჟირაფი" გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია. თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა გალერეაში „ვანდა" 21 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენის პარალელურად გასაყიდად წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ონლაინ კატალოგშიც შეუძლიათ ვებ-გვერდზე - https://bit.ly/2MkbgYp
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)