|
2018-08-14 17:51:45, 930 ნახვა
საზოგადოება
მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივში, კალაუბნის N36ა და N38 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, საგზაო სამუშაოები ხორციელდება ზემო პლატოს N40 კორპუსის მიმდებარედაც. აღნიშნულ მისამართზე წყალარინების სისტემა უკვე მოწესრიგდა და ამჟამად, კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსება ხდება. გზის მოწესრიგება მიმდინარეობს ასევე, მესამე მასივის მე-6 კვარტლის N7 და N13 კორპუსის მიმდებარედ, რომლის ფარგლებშიც, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. საგზაო სამუშაოები ხორციელდება ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგშიც, სადაც N176 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა და ტროტუარი წესრიგდება. სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)