|
2018-08-14 11:59:39, 757 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია
იყალთოში, სასტუმროში “სავანეთი” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა არის ახალი პლატფორმა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სრულ გარემოსდაცვით ინფორმაციას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სისტემის სადემონტრაციო სესიას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის- „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მენეჯერი ნინო გვაზავა, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. სისტემა განვითარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)