20:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 11:50:35, 959 ნახვა

სამართალი
შსს-მ სოფელ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 5 ივლისს სოფელ ნაფეტვრების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ნ.ნ. სოფელ პატარა ონში, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონის თანამშრომლებმა ბ.გ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ. და ბ.გ. მიმდინარე წლის 5 ივლისს, ღამით, სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ გ.ს.-სა და მისი დაცვის თანამშრომელს - ნ.ბ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალნენ, რომ გ.ს.-ს კუთვნილი თანხის დაუფლება ვერ შეძლეს.
პოლიცია, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავების მიზნით, ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics