|
2018-08-11 12:50:53, 1061 ნახვა
საზოგადოება
პატრულ-ინსპექტორებმა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე საინფორმაციო გაკვეთილი ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა შვილებმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ერთი კვირის განმავლობაში ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ დაისვენეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი, საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ გადელია და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ბანაკს ესტუმრნენ და იქ მყოფ მოზარდებს შეხვდნენ. ბანაკში დამსვენებელ მოზარდებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. ბავშვებმა პატრულ-ინსპექტორებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტში სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობს და ბანაკში დამსვენებელ მოზარდთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში უკვე მეექვსე წელია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)