|
2015-06-04 13:28:43, 389 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთოდ არ უნდა მიგვეღო
რეგიონული განვითარებისა დ ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთოდ არ უნდა მიეღოთ. ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხდა, რომლის თანახმადაც, „ანტიდისკრიმინაციული კანონი კარგად არ მუშაობს, ლგბტ პირებს კვლავ პრობლემები ექმნებათ და რა საშუალებით უნდა გამოხატონ მათ ეს პრობლემები“. "მე თუ მეკითხებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიგვეღო საერთოდ",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა გაამახვილონ ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ეხებათ, "მაშინ როცა პრობლემები ქვეყანაში გაცილებით მეტია". "რა უნდა გააპროტესტონ ლგბტ ადამიანებმა მითხარით? რას ნიშნავს დისკრიმინაცია? თქვენთვის ვინმეს უკითხია როგორი სექსუალური ორიენტაციის ხართ? ეს არ არის ჩემი საქმე, თქვენ ღამე საწოლში რას აკეთებთ. არასოდეს ეს შეკითხვა არ გამიჩნდება და თუ გამიჩნდა, ჩათვალეთ, რომ მე უბრალოდ ზრდილობასთან მაქვს პრობლემები. სახელმწიფოში უამრავ ადამიანს აქვს პრობლემა, სხვათაშორის, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ციხეში ვიჯექი 6 თვე. ანუ, რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ეხებათ, მაშინ როცა პრობლემები ქვეყანაში გაცილებით მეტია. თუ რამე პრობლემა გაქვს, ქუჩაში კიარ უნდა გააპროტესტო, აგერ არის სასამართლო",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)