|
2018-08-09 13:41:02, 547 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 50-მდე თანადაფინანსებული პროექტი ხორციელდება
საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 49 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 754 121 გამოყოფილია ლარი. ცინცაძის ქუჩის N30-სა და N43-ში წყალარინების ქსელი იცვლება; უკვე დასრულდა იოსელიანის ქუჩის N37-ის, ცინცაძის ქუჩის N10-სა და ბენდელიანის ქუჩის N2 კორპუსის სადარბაზოების რემონტი, რაც გამგეობის ბიუჯეტიდან 116 798 ლარით დაფინანსდა; სადარბაზოების რეაბილიტაცია დამატებით სამ მისამართზე მიმდინარეობს. ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა 15 მისამართზე, რომლის ღირებულებაც 188 644 ლარს შეადგენს. ქანობიანი სახურავის შეკეთება კი, ხუთ მისამართზე განხორციელდა. სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები დასრულდა ცინცაძის ქუჩის N79, N81 და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N28 კორპუსებში, რაც სართულებს შორის წყლის ჩასვლას გამორიცხავს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)