|
2018-08-08 11:14:01, 522 ნახვა
საზოგადოება
ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია
თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს. „არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა - ხედვა, თუ რა გაკეთდება და რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. იცით, რომ 2018-2019 წლებში, ავტობუსების სრული განახლება მოხდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც ქალაქისა და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. 90 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულებულია. პროცესში კომპანია „თეგეტა ტრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, კომპანია დედაქალაქში 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში უზრუნველყოფს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)