|
2015-06-04 11:38:02, 414 ნახვა
საზოგადოება
თეიმურაზ მურღულია ორჰუსის ცენტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ქალაქ ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით მიმდინარე ორჰუსის ცენტრების ყოველწლიური შეხვერდის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ორჰუსის ცენტრების როლის ხაზგასმა ”გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელებაში. ასევე, ორჰუსის კონვენციის დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ორჰუსის ცენტრების ხელშესაწყობად დამატებითი რესურსის მობილიზაციის საფუძვლის შექმნას. თეიმურაზ მურღულიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობაზე, სსიპ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის როლზე კონვენციის სამივე მიმართულებით განხორციელებასა და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით. ასევე, ისაუბრა ამ მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე, სადაც ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების, მწვანე ბიზნესის ხელშეწყობისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებს. 2002 წლიდან ეუთო მხარს უჭერს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის განხორციელებას, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ორჰუსის კონვენციის ცენტრების დაარსებას და ფუნქციონირებას. ეუთოს მხარდაჭერით საქართველოში ორჰუსის ცენტრი დაარსდა 2005 წელს, რომლის ბაზაზე 2013 წელს ჩამოყალიბდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. ამ ინიციატივის ფარგლებში, ეუთო თანამშრომლობს ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებთან, წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ორჰუსის კონვენციის სამდივნოსთან. ამჟამად ეუთოს მხარდაჭერით 14 ქვეყანაში მუშაობს 59 ორჰუსის ცენტრი. აღნიშნულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ერთად მიწვეული არიან კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირები, ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლები, ეუთოს და ევროპის ეკონომიკური კომისიის წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)