|
2018-08-07 17:28:47, 990 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილია, ნამდვილი ტრაგედიაა (ვიდეო)
"ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილია, ნამდვილი ტრაგედიაა", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. სახელმწიფო მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, საქართველოს ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. „დღეს ჩვენ გულისტკივილით ვიხსენებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-10 წლისთავს. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და გვახსოვს ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ის, რომ საქართველო კვლავ გახლეჩილი რჩება, ნამდვილი ტრაგედიაა. შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი სიტუაციის გამო. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“, - განაცხადა დანკანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)