|
2018-08-06 17:01:49, 1835 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოო გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. „ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანებაც. „არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილი. არ შეიძლება. პატარა ქვეყანას სჭირდება მეტი სოლიდარობა, მთავარ თემებზე გაერთიანება და, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - მტერი. ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ, ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა. მეორე გაერთიანების ასპექტი არის ეს პარტიები. პარტიები საერთოდ დამთავრდა მსოფლიოში, თუ გადავხედავთ და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა გვიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ქალი პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებს უკეთესად გაუმკლავდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)