|
2018-08-06 10:43:36, 1288 ნახვა
ეკონომიკა
2018 წლის 7 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 67% (50 062), პოლონეთი - 32% (1 886 618), აშშ - 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 68% (30 456), გერმანია - 32% (308 734), ლიეტუვა - 21% (265 062), ნიდერლანდები - 17% (38 799), ლატვია - 16% (966 726), ესტონეთი - 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი - 41% (1 996 860), უკრაინა - 38% (5 040 319), რუსეთი - 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (28 564 609), უკრაინა (5 040 319), ჩინეთი (3 514 066), ყაზახეთი (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618). ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 7% შეადგინა.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)