|
2018-08-04 14:59:35, 783 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს დასაქმების ფორუმისთვის მზადება დაიწყო
3 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თანამონაწილეობით დამსაქმებელთა ტური გაიმართა. ამ ორი პარტნიორი ორგანიზაციის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, 2016 წელს შიდა ქართლში ჩატარებული ერთობლივი დასაქმების ფორუმი მათი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. საგრანტო პროექტი ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამჯერად, ასოციაციამ სურვილი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმამდე კომპანიის წარმომადგენლები მიეწვიათ დამსაქმებელთა ტურზე, რათა ადგილზე გაცნობოდნენ მოსახლეობის მოთხოვნებს და არსებულ ვაკანსიებზე ემსჯელათ. რეგიონალური ფორუმის მოსამზადებელ ტურში ხუთი მსხვილი კომპანია ჩაერთო. მოწვეული სტუმრები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, პროექტის ENPARD ფარგლებში მიმდინარე და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორცილებულ პროექტებს გაეცნენ. ეს გამოცდილება და ინფორმაციის გაცვლა,დამსაქმებლებს დაეხმარება ადგილობრივი მაძიებლებისათვის სამომავლოდ ოპტიმალური შეთავაზებების წარმოდგენაში. ვიზიტისას 28 სექტემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შეირჩა ერთობლივი ფორუმის ჩატარების ადგილი და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის სტრატეგია. სამომავლოდ დაგეგმილ ფორუმში მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული ხუთი კომპანიაც მიიღებს მონაწილებას. ფორუმის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს დაეხმაროს დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, რათა მათ ერთ სივრცეში მიიღონ რამდენიმე დამსაქმებლისგან აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, ასევე, გაეცნონ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშემწყობი სერვისების და პროგრამების შესახებ ქვეყნის მასშტაბით.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)