00:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 12:25:58, 944 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელიახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა

"ვითიბი ბანკმა" შპს „აჩინებული“ - ის ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელი ქარხნის გახსნა 1 170 000 ლარით დააფინანსა.

აღნიშნული თანხიდან, 970 000 ლარი,  შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში გაიცა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.

საწარმო, კახეთის რეგიონში მდებარეობს.  სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, წელიწადის განმავლობაში, 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის ნატურალური  წვენის წარმოებაა დაგეგმილი. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად,  8-10 ადამიანი ემატება. 

ვითიბი ბანკის მიერ,  წლის დასაწყისიდან, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში 132 კრედიტი გაიცა საერთო თანხით 11,8 მილიონი ლარი.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics