|
2018-08-02 14:28:24, 982 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: აბსოლუტურად გამოვრიცხავ, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს ციანიდის საქმეს
„არამგონია, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რამე შიდა პროცესებს, ან მითუმეტეს ციანიდის საქმეს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არამგონია, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რამე შიდა პროცესებს, ან მითუმეტეს ციანიდის საქმეს, არა მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაა მე მასთან არ მქონია, არც სატელეფონო კონტაქტი და არც შევხვედრილვარ. დღეს სურპრიზად, მედიის საშუალებით, შევიტყვე მისი გადადგომის შესახებ. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რათა გავარკვიო, რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანრთელობა და წარმატება“, - აღნიშნა წულუკიანმა. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისი განმარტებით, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ აპირებს წასვლას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)